Tuesday, September 18, 2018

საცდელი პროექტი: ნიადაგი

1.პროექტის სახელი: "ნიადაგი"
2.პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები გააცნობიერებენ, თუ რა არის ნიადაგი და როგორ იცვლება იგი სიღრმეში.
3.პროექტის სრული აღწერა: მოიპოვებენ ინფორმაციას ნიადაგის წარმოშობის შესახებ. ცდებისა და დაკვირვებების საშუალებით გამოიკვლევენ ნიადაგის შემადგენლობას. დაადგენენ მის ზედა და ქვედა ფენას. შეისწავლიან ვაკის და მთის ნიადაგთა სახეობებს. გამოიკვლევენ მშობლიური კუთხის ნიადაგის ქიმიურ შემადგენლობას. დაადგენენ რას ნიშნავს ნოყიერი ნიადაგი. ექსპერიმენტის მიზნით მოახდენენ სხვადასხვა ქიმიური შემადგენლობის ნიადაგებში მცენარეთა ჩარგვას და ამ ფაქტორის მნიშვნელობაზე დაკვირვებას.
სასურველია პროექტის განხორციელებაში ჩაებას სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მოსწავლეთა ჯგუფები, რათა მოხდეს მონაცემთა ურთიერთგაცვლა.
4.მოსწავლეთა ასაკი/კლასები: 7-17 წელი.
5.ვადები/ხანგრძლივობა: 5 თვე.2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის მარტამდე/
6.პროექტის შესაძლო აქტივობები: ინფორმაციის მოპოვება. ექსპერიმენტის, ცდების ჩატარება და ჩაწერა. ჩანაწერთა დღიურის შექმნა. მონაცემთა შეტანა ცხრილში. დიაგრამებისა და სხვადასხვა ნიადაგების ტიპიური ვერტიკალური პროფილების შედგენა. თიხით დამზადებული ნამუშევრების გამოფენა.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება ბლოგი სადაც მოსწავლეები გამოაქვეყნებენ თავიანთი ექსპერიმენტული დაკვირვებისა და ცდების შედეგებს. შეადგენენ საქართველოს ნიადაგების რუკას, ცხრილებს, დიაგრამებს. მოაწყობენ თიხით დამზადებული ნამუშევრების გამოფენას. სკოლის ეზოში ნოყიერ ნიადაგზე გაშენდება ყვავილნარი.
8.სარგებელი სხვებისათვის: პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ საქართველოს კუთხეების ნიადაგებს. მეტს შეიტყობენ ნიადაგის ფაქტორის გავლენის შესახებ მცენარის ზრდა-განვითარებაზე.რაც დაეხმარებათ პრაქტიკული საქმიანობების განხორციელებაში.
9.სამუშაო ენა: ქართული
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:1.სამტრედიის მე-2 საჯარო სკოლა.პედაგოგი ვერიკო ჯიჯელავა ელ.ფოსტა:samtrediis.2.akila@gmail.com 2.თბილისის 177-ე საჯარო სკოლა.პედაგოგი ლიკა ქავთარაძე ელ.ფოსტა:ქავთარაძე.kavtaradze.lara@gmail.com.3.აბაშა მაიდნის საჯარო სკოლა.პედაგოგი რუსუდან შუბლაძე T890254009. 11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:მოსწავლეებს გაუძლიერდებათ სწავლის სურვილი და ინტერესი. მოხდება სწავლების მოტივაციის ამაღლება. გაუღრმავდებათ ცოდნა სხვადასხვა საგნებში (ბუნება, გეოგრაფია, ქიმია, მშობლიური ენა, ხელოვნება)
12.პროექტის ფასილიტატორის სახელი: რუსუდან კვირკველია.
ქ. ქუთაისი მე-9 საჯარო სკოლა.
13.პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტაrusokvirkvelia@mail.com
მე-9 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი
14.პროექტის ფორუმი:media.gearn.org/ foro.gearn.org
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:niadagi.blogspot.com